თეგებით ძიება

ამ ვითომ გამოქცეული ხალხიდან 2-3 თვეში მივიღებთ „ეფესბეს“ აგენტურულ ქსელს - გია ხუხაშვილი

ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა საქართველოში რუსეთი მოქალაქეების მასიურ შემოსვლასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავართან“ ისაუბრა.

„ეს ხალხი, ვიღაცა პირდაპირი აგენტურაა, ვიღაცა მართლა გამოქცეულია, მაგრამ ვინც ომს გამოექცა რუსეთიდან, ეს ხალხი არის რუსეთის „ეფესბესთვის“, ძალიან ადვილი „დასავერბოვკებელი“ თავისი მიზნებისთვის საქართველოში, რომელიც რაღაც მომენტში ჩაირთვება. ასეთი ბევრი ფაქტი მოუყოლიათ ჩემთვის უკვე, „ეფესბეს“აგენტურა დადიან კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში, ამ გამოქცეულ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, ან იმუშავებენ „ეფესბეზე“, ისინი იქიდან კი არ ჩამოდიან აგენტებად, აქ „ეფესბე“ აგენტები ავერბოვკებენ შემდეგი მოტივით - ან იმუშავებ ჩვენზე, ან თუ არადა, რუსეთში ადრე თუ გვიან ხომ დაბრუნდები და პრობლემები გექნება დეზერტირობასთან დაკავშირებით და ა.შ.

ფაქტობრივად, ჩვენ ამ ვითომ გამოქცეული ხალხიდან 2-3 თვეში მივიღებთ „ეფესბეს“ აგენტურულ ქსელს ძალიან ფართოს, სისტემურს, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ იძულებული იქნებიან, ხომ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. თუ არ შეასრულებენ დავალებებს, ვეღარ დაბრუნდებიან, ეს იციან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა