რუსებს საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს
რუსეთის მოქალაქეებს, ზემო ლარსზე, საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით შეიძლებოდა.
ინფორმაცია დაადასტურა ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურში.
რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება, საზღვარზე ხალხის სიმრავლემ გამოიწვია.