პარტიამ მიშა დაიკიდა - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არსებული ვითარებაზე ისაუბრა.
"მიხეილ სააკაშვილს ძალიან არ აინტერესებს ახლა რა ხდება პარტიაში. ეს ამბებიც არ აინტერესებს და არც ამ საქმეში არ ერევა. პარტიამ მიშა ფეხებზე დაიკიდა. მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ამ დაძაბულობაში ჩარევას.
პეტრე ცისკარიშვილს აბარია პარტიის ფული, ის განსაზღვრავს ხარჯვით ნაწილს. რუსთავის ციხესთან შევხვდი, იქ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი გულშემატკივრებიც იყვნენ, ვუთხარი, რომ სცენა იყო საჭირო.
ეს ადამიანი აგრესიული გახდა. იქვე ფიცარი ეგდო, მიმითითა, ეს საკმარისი არ არისო?! ამაზე რა რეაქცია მქონდა და რა ვუთხარი, ამას აქ არ ვიტყვი. თავიდან მითხრა, ჩვენ მეორე ფრონტი გვაქვსო, ვადამდელს ითხოვდნენ.
არცერთ აქციაში პეტრე ცისკარიშვილს მონაწილეობა, არც ფინანსურად და არანაირად არ მიუღია, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან. ცისკარიშვილმა მითხრა, რომ რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო.
პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდნენ“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.