თეგებით ძიება

იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რუსები უნდა შემოვუშვათ, თუ არ უნდა შემოვუშვათ - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საქართველოში რუსების შემოსვლაზე ისაუბრა.

"ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ, სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი იძახის უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, პირიქით შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ მოკლან უკრაინელები, იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელი უნდათ, უნდა შემოვუშვათ, თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები“, - აცხადებს შს მინისტრი.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა