თეგებით ძიება

ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს - ბურჭულაძე რუსების შემოსვლაზე

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ ისაუბრა.

"აქამდეც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული და ამ ეტაპზე, ჩვენ რაიმე ქმედებების საფრთხეებს ვერ ვხედავთ.

თუ თქვენ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, ყველა რუსეთის მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი, თეორიული რისკი რაც იყო ის დარჩა. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა