თეგებით ძიება

რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საქართველოში რუსების შემოსვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60% საქართველოდან გადის.

მისი განცხადებით, ლარსზე 4-5-დღის წინ 6 ათასამდე შემომსვლელი იყო, გუშინ ეს რიცხვი 10 ათასამდე ავიდა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველაზე დატვირთულია ლარსის საბაჟო პუნქტი.

მისივე თქმით, მაღალი მაჩვენებელი იყო გასული თვის განმავლობაშიც. მაღალი რჩება ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობაც.

"4-5 დღის წინ იყო 5-6-ათასამდე შემომსვლელები, ახლა გაიზარდა, დაახლოებით, 10000-მდე, მოიმატა 40-45%-ით. გასვლით, დაახლოებით, გადის 60%", - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა