თეგებით ძიება

არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჩვენს ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა უწყება, რომელსაც საზღვრის კონტროლი ეხება, მობილიზებულია.

მისი თქმით, ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ, საზღვარზე არსებული მდგომარეობისგან სკანდალი შექმნან.

„ამაზე ძალიან ვრცლად ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა გუშინ. ყველა ის უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება, არის მობილიზებული და სრულ კოორდინაციაში. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს ოპოზიციურ ძალებს ამ არც თუ ისე მარტივი, რბილად ვიტყვი, მდგომარეობისგან აქვთ მცდელობა, რომ შექმნან სკანდალი“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა