თეგებით ძიება

რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გირგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს რუსეთთან საზღვარი, რათა არ მოხდეს ქვეყნის უტანკო ანექსია.

„საქართველო დგას უმძიმესი საფრთხის წინაშე. უტანკო ანექსია შეგვიძლია, დავარქვათ იმ პროცეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენი გათვლებით, საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი. საქართველო, რომლის ტერიტირიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ნომერ პირველი საფრთხე დღეს. დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უტანკო ანექსია. ირაკლი კობახიძეს და ირაკლო ღარიბაშვილს მივმართავ, სად ხართ? რას აკეთებთ, ჩუმად რატომ ხართ? ერთი ჯერ კიდევ პრემიერი ხართ და მეორე ჯერ კიდევ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე. რატომ არ გამოდიხართ და არაფერს არ ამბობთ ამ პრობლემრბთან დაკავშირებით", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა