თეგებით ძიება

"ოცნება" რუსეთთან საზღვარს იმის გამო არ კეტავს, რომ მითითებები კრემლიდან ჯერ არ მიუღია - სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზღვარს მხოლოდ იმის გამო არ კეტავს, რომ მითითებები კრემლიდან ჯერ არ მიუღია.

"დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას რომ ჰქონდეს ინსტრუქცია მოსკოვიდან მიღებული, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი, დიდი ხნის ჩაკეტილი იქნებოდა იგი. როგორც ჩანს ჯერ ასეთი ინსტრუქცია არ აქვთ მიღებული“, - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა