ხალხის გამოსვლა და ქუჩის პროტესტი გვგონია გამოსავალი - ზურაბ ჯაფარიძე
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ ქუჩის პროტესტში ხედავს.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მათდამი მოწოდებებით, რამე სასიკეთოს გაკეთება არის შესაძლებელი. ჩვენ დაკავებული ვართ იმით, რომ ხალხს ვამობილიზებთ, ხალხის გამოსვლა და ქუჩის პროტესტი გვგონია გამოსავალი და არა ის, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში მოვუწოდოთ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ, არაფერს მნიშვნელოვანს ესენი არ გააკეთებენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.