თეგებით ძიება
27. 09. 2022 მსოფლიო

ირანში, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 41-ია, მათ შორის რამდენიმე სამართალდამცავია.

გარდა ამისა, დაკავებულია ასობით ადამიანი, მათგან 20 ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა და სასტიკად სცემა. რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა