უსასრულო რიგები და ანტისანიტარია - რა ხდება ამ წუთებში ზემო ლარსზე? (ფოტო+ვიდეო)
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან კვლავ რიგებია რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციისგან თავის დაღწევას საქართველოში გამოქცევით ცდილობენ.
როგორც ტელეგრამარხებზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადგილზე ანტისანიტარიაც არის.
არსებული ინფორმაციით, ზოგიერთები საზღვარზე უკვე დღეებია დგანან და თავიანთ რიგს უცდიან. მათ საწვავი, წყალი და საკვები უმთავრდებათ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსები ქვეყნიდან გარბიან. მხოლოდ ბოლო კვირაში, შსს-ს ცნობით, საქაქრთველოში 66 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა.