თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს - საქართველოს საგარეო სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერს საგარეო უწყების განცხადებაში.


ცნობისთვის, დღეს ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეხვდა.

"გუშინ ჩვენ განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ძალიან დიდ ხანს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხებს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დაეხმარო, რათა ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ლუკაშენკომ დე ფაქტო პრეზიდენტ, ასალან ბჟანიასთან შეხვედრისას.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა