„აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!“- ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება
დღეს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე, ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება სახელწოდებით - „აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!“ აქციის ორგანიზატორია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
„ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გასატარებელი ამბავი არ არის ბელორუსიის საელჩოსთან ვიკრიბებით დღეს 20:00 საათზე! მისამართი: კრწანისის ქუჩა N18“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.