კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“,- აცხადებს ღარიბაშვილი.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.