თეგებით ძიება
30. 09. 2022 მსოფლიო

უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს - რას აცხადებს ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დე ფაქტო, ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ.

დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან.

ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.

დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.

ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა