როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
2 ოქტომბერს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტიაშიც, დღე უნალექოდ ჩაივლის, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი.
გუდაურში დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში რრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
გურჯაანში უმეტესად უნალექო დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +25 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.