თეგებით ძიება

"7 საათზე შევიკრიბოთ თსუ-სთან, გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ" - გიორგი ვაშაძე

წინააღმდეგობის მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ, დღეს საღამოს 7 საათიდან გახდება ცნობილი. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს და მოსახლეობას თსუ-სთან მისვლისკენ მოუწოდეს:

"ვთხოვთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. 7 საათზე, გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრნი მოვიდეთ ამ ადგილზე"- განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა