თეგებით ძიება
02. 10. 2022 მსოფლიო

NATO-ს წევრი 9 ევროპული ქვეყანა უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს უჭერს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცხრა ქვეყანა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ქვეყნების პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წელს ბუქარესტში NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

მხარს ვუჭერთ უკრაინას, თავი დაიცვას რუსეთის შემოჭრისგან და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასევე მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს არსებითად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში.

ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის პრეზიდენტი; ესტონეთის პრეზიდენტი; ლატვიის პრეზიდენტი, ლიეტუვის პრეზიდენტი; ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი; მონტენეგროს პრეზიდენტი; პოლონეთის პრეზიდენტი; რუმინეთის პრეზიდენტი; სლოვაკეთის პრეზიდენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა