თეგებით ძიება

თურქეთში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 12 ადამიანი

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში ტყვია-წამლისა და ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 8:25 საათზე კაფსულების წარმოების სექციაში მოხდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერლიქაიამ შესაძლო საბოტაჟის ვერსია გამოირიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა