თეგებით ძიება
24. 12. 2024 მსოფლიო

ბილ კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის ბილ კლინტონი, რომელსაც წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, ცხელების განვითარების შემდეგ ვაშინგტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. განცხადება კლინტონის ოფისში გააკეთეს.

"პრეზიდენტი კლინტონი დღეს შუადღისას სიცხის მომატების გამო მოათავსეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის", – დაწერა კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანხელ ურენიამ სოციალურ ქსელ X-ში. მისივე თქმით, "კლინტონი მხნედ არის".

ამასთან, ბილ კლინტონი 2021 წლის ოქტომბერშიც მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც ხუთი ღამე გაატარა. 2004 წელს, 58 წლის ასაკში მან კორონარული შუნტირების ოპერაცია გაიკეთა, მას შემდეგ, რაც ექიმებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ნიშნები აღმოაჩინეს. ექვსი წლის შემდეგ მას კორონარული სტენტირება გაუკეთეს. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, კლინტონმა ცხოვრების წესი შეცვალა და მას შემდეგ საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია ჯანმრთელობის შესახებ.

ბოლოს კლინტონის ჯანმრთელობამ მედიის ყურადღება 2022 წლის ნოემბერში მიიპყრო, როდესაც მისი Covid-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტი 1993-2001 წლებში იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა