თეგებით ძიება
02. 10. 2022 COVID - 19

სიმსუქნე კოვიდის დროს რისკ ფაქტორია" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭარბი წონა კორონავირუსის დროს რისკფაქტორია.

"კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომ სიმსუქნე არის კოვიდის დროს რისკ ფაქტორი!
რატომ უნდა ვიციდეთ რისკ ფაქტორები? იმისთვის, რომ უკეთ ვუმკურნალოთ და დავიცვათ პაციენტები.
მაგრამ ჩვენთან სიმართლე, მეცნიერება და პროგრესი არავის არ აინტერესებს… საქართველოში ასტროლოგები, ბალახის გამყიდველები, ჯადოების გამკეთებლები არიან “ავტორიტეტები” და რა თქმა უნდა, ყველაფერს აბრალებენ პირბადეებს, ვაქცინებს და რავი კიდე რას….
ფაქტია რომ საქართველოში კოვიდ ვაქცინაცია ჩავარდა და ამჯამად მოსახლეობა საერთოდ დაუცველია…
დაიმახსოვრეთ: კოვიდის დროს რისკის ჯგუფებში ასევე შედიან ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა