საქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35 719 შემთხვევა გამოვლინდა - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს აქვეყნებს.
ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.
ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 10.64%