სპეცოპერაციის სტატუსის ცვლილება არ იგეგმება - პესკოვი
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის სტატუსის ცვლილება არ იგეგმება.
ესკოვმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვაზე იგეგმება, თუ არა უკრაინაში სპეცოპერაციის რეჟიმის შეცვლა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმით.
„მსგავსი სახის გადაწყვეტილებების მიღება უმაღლესი მთავარსარდლის პრეროგატივაა. ამ დროისთვის არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა, ასევე, უარყო მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა იგეგმება და ის სპეციალური სამხედრო ოპერაციის რეჟიმის სტატუსის ცვლილების შესახებ განაცხადებს.
„ეს ფეიკია. არანაირი გამოსვლა დღეს არ იქნება“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს განაცხადა.