თეგებით ძიება
06. 10. 2022 მსოფლიო

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს, გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში კიდევ 3 დასახლება გათავისუფლდა.

"მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ოლექსანდრიას“ პერსონალი, რომელმაც შექმნა პირობები ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის, აქტიური ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადებისთვის. მხოლოდ ამ 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმიდან გათავისუფლდა და დასტაბილურდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკე, ნოვოგრიგორივკა და პეტროპავლივკა. მოძრაობა გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის ასევე განაცხადა, რომ ზამთარი რთული იქნება და უკრაინა ამისთვის ემზადება.

"ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული. თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა