თეგებით ძიება
11. 10. 2022 მსოფლიო

რუსეთი უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ყირიმის ხიდზე აფეთქებამდე გეგმავდა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ჯერ კიდევ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა.

"სავარაუდოდ, ეს იყო ის, რასაც ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებამ შეიძლება დააჩქაროს მათი ზოგიერთი გეგმა“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ამ მასშტაბის თავდასხმები რამდენიმე დღეში ვერ დაიგეგმებოდა.


შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. შემდეგ კი რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა