"რას დაპორწიალობ ზევით-ქვევით, მოკვდი, შეკაცო" - ნიქო გორგილაძე პატრიარქს აკრიტიკებს
ლგბტ თემის წევრი, ნიკა (ნიქო)გორგილაძე პატრიარქს აკრიტიკებს:
"ილია II დაღუპული მოზარდის მშობლებს: “გარდაცვალება დასაწყისია ახალი, მარადიული ცხოვრებისა”.
თქვა და, 90 წელს მიკაკუნებული, სურდოს გამო, გერმანიაში გადმოფრინდა.
მაშ, რას დაპორწიალობ ზევით-ქვევით, მოკვდი, შეკაცო, არ გინდა ნანატრი მარადიული ცხოვრება?", - წერს გორგილაძე.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილი 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. გარდაცვლილის ოჯახს პატრიარქმა მიუსამძიმრა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.