თეგებით ძიება
17. 10. 2022 მსოფლიო

უკრაინელებმა 2-დღეში 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 16-17 ოქტომბრის ღამეს, ჯარისკაცებმა სამხრეთის მიმართულებით 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს, აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა.

„17 ოქტომბერს, 03.30-დან 06.50 საათამდე, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 - ოდესის ოლქის თავზე და 9 - მიკოლაივის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136 განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს.

„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა სამი რაკეტა გაანადგურეს“, - აცხადებენ სარდლობაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრდა და ომი წამოიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება და რასაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა