თეგებით ძიება
18. 10. 2022 მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი ისევ გაიტაცეს. "ენერგოატომის" ცნობით, შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გატაცებულები არიან: ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის, ოლეგ ოშეკის თანაშემწე.

კომპანიამ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ZNPP-ის მუშაკების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათი სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობისთვის.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრა და აგრესიული ომი წამოიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა