თეგებით ძიება
20. 10. 2022 მსოფლიო

ირანში, უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის გოგო ცემით მოკლეს

ჩრდილო-დასავლეთ ირანში გარდაიცვალა 15 წლის გოგონა, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად სცემეს - ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

მათი ცნობით, ამოცემის ცნობით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა, მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში.

"ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე უარი თქვეს,“– ნათქვამია მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ ირანში დაწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, რამდენიმე მოზარდი გოგოს სიცოცხლე შეეწირა.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა