თეგებით ძიება

გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩართონ საომარ მოქმედებებში - თეა წულუკიანი ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებაზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დააწესა, როგორც გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. ამ საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ნათესავები დაასანქცირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა