თეგებით ძიება

ბაილეთის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბაილეთის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„რატომ უფალო?“ გაგვეყინა სისხლი, გაჩერდა გულისცემა. კიდე ერთი სიცოცხლით, სიყვარულით, სითბოთი და სიკეთით სავსე ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს სოფელს. სიკვდილმა მიისაკუთრა ცხრამეტი წლის ნიკა დოლიძე.

გამორჩეული მოსწავლე იყო, თბილი მორიდებული, ზრდილობით სავსე. დაგვიტოვა ლამაზი მოგონებები და დიდი გულის ტკივილი. ბაილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სკოლის კურსდამთავრებულის ნიკა დოლიძის გარდაცვალების გამო. გამძლეობა მის დედას, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ნიკუშას სულს“,  - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა