ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავს - კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს სირიისთვის სანქციების მოხსნაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მან 12 იანვარს, ერ-რიადში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.
ეს კონფერენცია სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იმართება.
კალასმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან ბრიუსელში, რათა განიხილონ სირიისთვის სანქციების გაუქმება.
"ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იმ დროისთვის რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე", - თქვა მან.