მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარს, დღეს ხარკოვის ოლქიდან კიევში გადაასვენებენ
უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, მიშა კაპლანის ცხედარს დღეს ხარკოვის ოლქიდან კიევში გადაასვენებენ და წმინდა ვოლოდიმერის სახელოის ტაძარში დაასვენებენ.
ხვალ დილით დაღუპულის თანამებრძოლები და მეგობრები ტაძარში გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ჩაატარებენ. ამის შემდეგ მის ცხედარს პოლონეთში გადაასვენებენ.
უახლოეს დღეებში კი ლუგანსკის ოლქში დაბომბვისას დაღუპული მებრძოლის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.