სელფების გადასაღებად იყვნენ ჩასულები - რას ამბობს იონათამიშვილი ვაშაძე-ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტზე?
"ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ბრიუსელში ვიზიტს ირონიულად ეხმაურება.
"ამ 2 ბატონის ბრიუსელში ვიზიტით, რაც დადასტურდა არის ის, როგორ არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიდერლანდების მოქმედი პრემიერ-მინისტრისგან.
ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქ ჩასული იყვნენ, რომ დერეფნებში სელფები გადაეღოთ სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, თანაც ისე რომ არ იცოდნენ სინამდვილეში რომელ ქვეყანას ან პარტიას წარმოადგენდნენ, შესაბამისად, რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, ისინი მხოლოდ თავის არაკომპეტენტურობას და უშინაარსობას გამოააშკარავებდნენ“, - დეპუტატი.