თეგებით ძიება

“ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა - რას აცხადებს ადვოკატი

“ნეტ­გა­ზე­თი­სა“ და “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს მზია ამაღ­ლო­ბელს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა ჯუბა ქა­თა­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მას ბრა­ლი 353-ე პრი­მა მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. მი­სი­ვე თქმით, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

“ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. დაც­ვის პო­ზი­ცია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჯუბა ქა­თა­მა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დი­რექ­ტო­რი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა