თეგებით ძიება

ბევრი ქვეყანა მზადაა გახდეს პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების პლატფორმა, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ჰიპოთეტური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ბევრი ქვეყანა გამოთქვამს.  

"ბევრი ქვეყანა გვთავაზობს მომსახურებას იმის თაობაზე თუ სად შეიძლება შედგეს პრეზიდენტების ჰიპოთეტური მოლაპარაკება. მიგვაჩნია, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - აცხადებს კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.

პუტინმა ტრამპის შესახებ თქვა, რომ მას ძალიან საინტერესო ადამიანად მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა