თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შემოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამა 6 თვით გაახანგრძლივა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

„თანხების დაფინანსებაში ჩვენთან ერთად ჩართულია გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატი. თუ სწორად მახსოვს, ისინი პარალელულარდ, ჩვენი დახმარების გარდა, 250 ლარს ურიცხავენ. სხვა ქვეყნებთან ცალკეული თხოვნა არ გვქონია. ჩვენი რესურსით სრულად ვაფინანსებთ მათ საჭიროებებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა