საქართველოს სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი დაინიშნა
საქართველოს სრულუფლებიან ელჩად, ცნობილი ქართველი დიპლომატი, გოჩა ჯავახიშვილი დაინიშნა.
გოჩა ჯავახიშვილი ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია. მან ელჩის პოზიციაზე თეა კატუკია შეცვალა.
გოჩა ჯავახიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულის და შატოს საქართველოსთის გადმოცემის პროცესში, რომელსაც 2016 წლის 23 სექტემბერს მოეწერა ხელი.