თეგებით ძიება

ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.

ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთ პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა