თეგებით ძიება

რამდენი სამშენებლო ობიექტი დააჯარიმა მუნიციპალურმა ინსპექციამ - რა განაცხადა კახა კალაძემ?

მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის შედეგად, თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი ობიექტი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, მეორე ისანში, ახალი უბნის ქუჩაზე და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე მდებარეობს.

„მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მის ხელმძღვანელს ასევე ჩემს მოადგილეს მივმართო, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რა თქმა უნდა, ყოველდღიური მონიტორინგი აწარმოონ, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულება მკაცრად განხორციელდეს.

რაც შეეხება თავად სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს მოვუწოდებ, რომ სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, რადგან საქმე უსაფრთხოებას და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონიტორინგი გავაგრძელოთ და ყველა გამოვლენილ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს“, - განაცხადა მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა