თეგებით ძიება
26. 10. 2022 მსოფლიო

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 10 სამხედრო გაათავისუფლა

რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან 10 სამხედრო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს ერთი ოფიცერი, ასევე, 9 რიგითი და სერჟანტი. ერმაკმა აღნიშნა, რომ გადმოეცათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარიც.

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ 17 ოქტომბერს 108 ქალი გაათავისუფლა - მათ შორის იყო 37 აზოვსტალის მცველი, 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი. გაცვლა მოხდა 11 ოქტომბერსაც, რა დროსაც უკრაინამ 32 სამხედრო დაიბრუნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა