"გზააბნეული თინეიჯერების იდეოლოგიის პარტია ახალ "ღრმაინტელექტუალურ" კითხვას აფრიალებს ნიშნის მოგებით“ - რას წერს არჩილ მარშანია “გირჩის“ შესახებ?
ექიმი, არჩილ მარშანია პარტია "გირჩის" შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
“თქვენი სხეული თქვენ გეკუთვნით?"
ეს გზააბნეული თინეიჯერების იდეოლოგიის პარტია ახალ "ღრმაინტელექტუალურ" კითხვას აფრიალებს ნიშნის მოგებით, \'\'სხეული თქვენ გეკუთვნით თუ არაო\'\' და ამაზე აგებს მთელ დემაგოგიურ მსჯელობას, მერე უფლებებზე და ნარკოტიკებზე გადადის და მერე ვირუსოლოგიის კორიფეებადაც გრძნობენ თავს და აგრძელებენ კმაყოფილი სახეებით \'მსჯელობას\'.
სინამდვილეში ეს ერთუჯრედიანი პრიმიტიული შეკითხვა კლასიკური დანინგ-კრუგერის ეფექტის გამოვლინებაა და არაფერია გარდა იმისა, რომ \'\'ვთქვათ მაქვს თონე\'\' ჩაანაცვლა, თორე შინაარსობრივად იგივენაირი ბოდვაა.
გირჩი \'\'მაიტა მამაწეინეს\'\' ნარატივის დაზეპირებულ ტექსტებს, იდეოლოგიურ დოგმებს და ნარკოტიკებს რო ვერ გაცდა, გასაგები და არახალია, უბრალოდ ამ სისულელეზე ამდენი ლაპარაკი მაინც საოცარია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კი, სხეული შენ გეკუთვნის, მაგრამ არა, უნივერსალური ცნება და წესი არ არსებობს, როცა სახელმწიფოში ცხოვრობ და საზოგადოების წევრი ხარ.
მაგალითად:
კი შენი სხეული შენ გეკუთვნის *მაგრამ* როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ალკოჰოლი რეაქციას ანელებს და კოორდინაციას ურევს, იიი თავიშუფლებაა ეშა, არ არის დაზარალებული არ არის დამნაშავეს კი არ გავიძახით და ველოდებით სანამ მთვრალი მძღოლი შენ შვილს მოკლავს რო მხოლოდ მერეღა დავსაჯოთ, ვკრძალავთ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, რომ შეუგნებლობით რაც შეიძლება ნაკლები სიცოცხლე დაიკარგოს...“, - წერს არჩილ მარშანია.