თეგებით ძიება
27. 10. 2022 ბიზნესი

„კრისტალი“ საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის სპეციალური ბიზნესპროდუქტების შეთავაზებას იწყებს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში
ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან განვითარება სურთ, კომპანია ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამგვარი შეთავაზება პირველია და მას ანალოგი არ აქვს.

ინიციატივის ფარგლებში, უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ: სტარტაპ სესხით, რომელიც საქართველოში ახალი ბიზნესის
დაწყების მსურველებისთვისაა განკუთვნილი და ბიზნეს სესხით, რომლის მომხმარებლებიც ის ადამიანები არიან, ვისაც თანხა უკვე არსებული ბიზნესის
გაფართოებისთვის ესაჭიროებათ. სტარტაპ სესხის ოდენობა 5000 ლარამდეა, ბიზნეს სესხის კი - 10 000 ლარამდე.

ამას გარდა, კომპანია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიზნესის განვითარებისთვის დანადგარების ან ტექნიკის შეძენა სჭირდებათ, ალტერნატიულ
ფინანსურ პროდუქტს, ლიზინგსაც სთავაზობს, რაც მათ გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისა და ფინანსებზე გამარტივებული წვდომის საშულებას აძლევს.

საგულისხმოა, რომ მეწარმე ქალები „კრისტალ კონსალტინგის“ სერვისების მიღებასაც შეძლებენ და მათ ისეთ თემებზე გაუწევენ ბიზნესკონსულტაციებსა და
მენტორობას, როგორიცაა ბიზნესის რეგისტრაცია, აღრიცხვა/ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. კომპანია მეწარმე ქალებს ეკონომიკური
წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს.

პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად ჩამოვიდა და
აქვს ბინადრობის უფლება. პირველ ეტაპზე, სესხების გაცემა თბილისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.

„პროდუქტები, რომლებსაც საქართველოში მყოფ უკრაინელებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის ვთავაზობთ, უპირველესად მათ მიმართ ჩვენი უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერის გამოხტულებაა. ომის დაწყების დღიდან „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ეს თანადგომა უკვე ჩვენი კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წარმოდგენილი სიახლეც სწორედ ამ თანადგომის გაგრძელებაა და იმედი გვაქვს, რომ იგი ბევრ
უკრაინელს მისცემს წარმატებული საქმიანობის შესაძლებლობას“, - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი მელანია კუჭუხიძე.

ინფორმაციისთვის, „კრისტალმა“ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად არაერთი აქტივობა განახორციელა. კომპანიაში შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მყოფი ლტოლვილების დასახმარებლად დღემდე აქტიურად მუშაობდა.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულ ენაზე შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:

«Кристал» починає пропонувати спеціальні бізнес-продукти для українців у Грузії

Організація фінансової участі «Кристал» продовжує підтримувати український народ. Цього разу компанія пропонує громадянам України, які хочуть почати або розвивати бізнес у Грузії, більший доступ до фінансування та продуктів, спеціально адаптованих до їхніх потреб. Слід зазначити, що така пропозиція є першою на фінансовому ринку Грузії і не має аналогів.

У рамках ініціативи громадяни України можуть скористатися декількома продуктами: стартап кредит, який призначений для тих, хто бажає розпочати новий бізнес у Грузії, та бізнес-кредит, користувачами якого є люди, яким потрібні гроші для розширення вже існуючого бізнесу. Сума кредиту на стартап становить до 5000 ларі, а сума кредиту на бізнес – до 10 000 ларі.

«Кристал» також пропонує громадянам України, яким необхідно придбати обладнання чи техніку для розвитку бізнесу, альтернативний фінансовий продукт — лізинг, що дозволяє користуватися перевагами спрощених процедур і легшого доступу до фінансування.

Важливо, що послуги «Кристал Консалтинг» зможуть отримати і жінки-підприємці, які отримають бізнес-консультації та наставництво з таких питань, як реєстрація бізнесу, питання бухгалтерського обліку/звітності тощо. Компанія надає жінкам-підприємцям знання, інформацію, навички та зв’язки, необхідні для економічного успіху.

Користуватися продукцією може будь-який громадянин України, який тимчасово або постійно приїхав до Грузії після війни і має право на проживання. На першому етапі отримати кредити можна буде в Тбілісі та Батумі.

«Продукти, які ми пропонуємо українцям у Грузії для започаткування та розвитку бізнесу, це насамперед є вираженням нашої постійної та потужної підтримки. «Кристал» стоїть поруч з українським народом з початку війни, і ця підтримка вже стала невід’ємною частиною нашої корпоративної соціальної відповідальності. Представлене нововведення є продовженням цієї угоди, і ми сподіваємося, що воно
дасть можливість успішно працювати багатьом українцям», – зазначає Меланія Кучухідзе, старший бізнес-директор «Кристалу».

Треба зазначити, що «Кристал» з перших днів початку війни провів низку заходів на підтримку українського народу. У компанії була створена ініціативна група, яка активно працює над наданням допомоги біженцям у Грузії.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა