ომი უკრაინაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს უკრაინას.
"ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.