თეგებით ძიება

ადამიანები ვინც ოკუპანტებისგან იღებენ ფულს, ადამიანები, ვინც პროპაგანდას ეწევიან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ ადამიანებთან სადებატო არაფერი გვაქვს - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან სადებატო არაფერი აქვს და მათთან ტელევიზიით დებატებს არ აპირებს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანას და თავისი ქვეყნის ხალხს სდებენ ბრალს იმაში, რომ თითქოს ჩვენ არ მივისწრაფვით ევროპისკენ.

დადიან ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი.

ადამიანები ვინც ოკუპანტებისგან იღებენ ფულს, ადამიანები, ვინც პროპაგანდას ეწევიან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ ადამიანებთან სადებატო არაფერი გვაქვს“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დებატებში იწვევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა