ვიქტორ ორბანი ქაჯია, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური და უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით - რომან გოცირიძე
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს და მას ქაჯს უწოდებს. ამის შესახებ მან დ„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ჩავიდა უნგრეთში ორბანთან, არაპოლიტიკური ენით ვიტყვი, ქაჯთან. ქაჯია თავისი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური, უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით. სანქციებს უშლის ხელს და მრავალი სანქცია ვერ შემოიღეს იმის გამო, რომ ვეტო დაადო. ვინ ეკითხება ორბანს, ევროკავშირი დაადებს თუ არა ვეტოს რუსეთის სატანას, პატრიარქს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.