თეგებით ძიება

ბრიუსელში გვითხრეს, რომ ექსპერტებსაც კი აღარ გამოგზავნიან - რას ამბობს ზურა ჯაფარიძე?

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ძალაუფლების შენარჩუნებას გადააყოლა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

"ჩვენ როცა გავხდით ALDE-ს წევრები, ზაფხულში, სანამ პირველ გადაწყვეტილებას მიიღებდა ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ დავდიოდით და ALDE იყო ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელსაც რეზოლუცია მივაღებინეთ, სადაც ეწერა, რომ ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მიუხედავად არსებული პრობლემებისა.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, საქართველოს ევროკავშირის სტატუსი ეკუთვნის. იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც იომა, 2008 წელს დასავლეთმა არ დაგვიჯერა, რომ პუტინი ასეთი სასტიკი იყო. ადრე საუბარი ჭრიდა, ახლა ლაპარაკი აღარ ჭრის.

ნახევარი წელიწადი გავიდა და ხედავენ, არაფერი არ გაკეთებულა. ეს 12 პუნქტი გაჩნდა იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან ოხანაშვილები, მანამდე პრობლემა არ ყოფილა, საქართველო წინ მიდიოდა და უკან მოჰყვებოდა უკრაინა და მოლდოვა. 12 პუნქტის ვალდებულება გაჩნდა იმის გამო, რომ ამათმა გააჩერეს ქვეყანა და ჩატოვეს, გააჩერეს ერთადერთი მიზეზით, ოხანაშვილებს უნდათ, დარჩნენ ძალაუფლებაში. ძალაუფლების შენარჩუნებას გადააყოლეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. თუ ვინმე ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, ესენი მოქმედებენ.

„ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ნება, შეასრულოს ეს 12 პუნქტი. გავიდა ნახევარი წელი და პრაქტიკულად, ნულოვანი პროგრესია და ამის გამო წლის ბოლოს ისინი შეფასებას არ გააკეთებენ.

ბრიუსელში გვითხრეს, რომ ექსპერტებსაც კი აღარ გამოგზავნიან, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესი ყალბია. ასევე, გვითხრეს, რომ მომავალი წლის ბოლოს ძალიან მაღალი ალბათობით იქნება ისევ უარყოფითი შედეგი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა