"ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა - ეს მიუღებელი და ამორალურია" - რას წერს ვიქტორ ორბანი?
მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანი აღნიშნავს, რომ ბრუსელის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და ამორალურია.
"მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში!“,- წერს ვიქტორ ორბანი.