თეგებით ძიება
03. 11. 2022 მსოფლიო

14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა - გაერო ახალ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დირექტორის, ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილება.

„დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა“, - აღნიშნა გრანდიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა